საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, ხვალ 16 გრადუსამდე მოიმატებს, 12 იანვარს კი, 18 გრადუსი იქნება. 

როგორც „პირWელს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 13 იანვრის ჩათვლით, უნალექო-მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

"დღეისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთაში და მთაში, ღამით თოვლის სახით. ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და დასავლეთ საქართველოში ზოგგან ისევ რჩება ბარში წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდები იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -2 გრადუსი, დღისით კი, 8-9 გრადუსი იქნება“, - განუცხადეს „პირWელს“ სააგენტოში.