ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში თავდამსხმელებმა სამი უცხოელი ტურისტი დაჭრეს

ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში თავდამსხმელებმა სამი უცხოელი ტურისტი დაჭრეს

ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში უცნობმა პირებმა ერთ-ერთი სასტუმროს შტურმით აღება სცადეს. "ბიბისის" ცნობით, დაჭრილია სამი უცხოელი ტურისტი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმართეს. ცივი იარაღით შეიარაღებულები მოგვიანებით პოლიციის ტყვიას ემსხვერპლნენ.

ეგვიპტის სამართალდამცავი სტრუქტურების ცნობით, თავდამსხმელებს ტურისტების გატაცება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ვერ მოახერხეს. თავდასხმის დროს დაშავებულ ტურისტებს შორის ორი ავსტრალიელი და ერთი შვედია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.