გიორგი მარგველაშვილი - -

გიორგი მარგველაშვილი - - "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელმოწერის მიუხედავად, "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები "არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ".
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოებას რამდენიმე გარემოება განუმარტა. "დღეს მე ხელი მოვაწერე "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი - ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩვენო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.