ვან დეიკის არც ერთი ნამუშევარი ჩვენთან არ ინახებოდა

ვან დეიკის არც ერთი ნამუშევარი ჩვენთან არ ინახებოდა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ნამუშევარი არასდროს ყოფილა დაცული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, მათთვის უცნობია, იყო თუ არა თურქეთში აღმოჩენილი ტილო საქართველოში კერძო კოლექციებში ან რომელიმე სხვა მუზეუმში დაცული.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმი 10 მუზეუმს მოიცავს და მასში შემავალ არცერთ მუზეუმში ვან დეიკის არც ერთი ნამუშევარი არასდროს ყოფილა დაცული", - განაცხადეს მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.