თურქეთში დაკავებული ბიზნესმენების განცხადებით, ენტონი ვან დეიკის ტილო საქართველოში, 2 000 დოლარად შეიძინეს

თურქეთში დაკავებული ბიზნესმენების განცხადებით, ენტონი ვან დეიკის ტილო საქართველოში, 2 000 დოლარად შეიძინეს

საქართველოდან თურქეთში ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ტილოს კონტრაბანდული გზით გატანის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენებმა პირველი ჩვენება მისცეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ნახატი საქართველოში, 2 000 დოლარად შეიძინეს.

მათივე მტკიცებით, ტილოს ორიგინალობის დადგენის მიზნით ექსპერტიზაც საქართველოში ჩაუტარდა.

როგორც თურქული მედია წერს, ბიზნესმენები სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში მაშინ დააკავეს, როცა ნახატის რეალიზაციას ცდილობდნენ. ტილოს გაყიდვა 14 მილიონ ლირად იგეგმებოდა.

მათივე ინფორმაციით, ტილო თურქეთში საქართველოდან, საქართველოში კი ევროპიდან მოხვდა.