ჯერ არ არის დადასტურებული, რომ დაღესტანში სამი ქართველი მართლაც დაკავებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმირებულია გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი გადამოწმება.
"ამ დროისთვის მოწმდება, არიან თუ არა დაკავებულები ქართველები. იმის დადასტურებით თქმა, რომ დაკავებულები არიან, არ შემიძლია, რადგან ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. დღის განმავლობაში სურათი, ალბათ, უფრო გამოიკვეთება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
არსებული ინფორმაციით, 28 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი მონადირეები დაღესტანში დააკავეს. როგორც ცნობილია, მონადირეები კაბალის ხეობიდან გაუჩინარდნენ. მათი ძებნის ღონისძიებაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფი იყო ჩართული.