"ალ-ქაიდა" ევროპას ტერაქტებით ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" ევროპას ტერაქტებით ემუქრება. როგორც სააგენტო Europa Press-ი იტყობინება, დაჯგუფების ფილიალმა, "ალ-ქაიდამ ისლამურ მაღრიბში" ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ თავდასხმებს რომში, მადრიდსა და ნეაპოლში განახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიდეომასალა ტერაქტების კადრებს შეიცავს, ევროპელებს კი მუქარებით ესპანეთის მოქალაქე, ვინმე აბუ ალ-ნურ ალ-ანდალუსი მიმართავს.

ევროპული მედიის ცნობით, ესპანეთის უშიშროების ძალებმა აღნიშნული ვიდერგოლის შესწავლა დაიწყეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რადიკალურ ისლამისტებს ესპანეთის 130-მდე მოქალაქე შეუერთდა. შარშან ესპანეთში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.