საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #241 დადგენილებაში "სამოქალაქო, ან სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების" შესახებ ცვლილება შედის.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილების თანახმად, იარაღის ჩუქების უფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ექნება.
"მთავრობის დადგენილებით, იმ უწყებებს, რომელთაც აქვთ იარაღის გადაცემის, ჩუქების უფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაემატა ", - განაცხადა მინისტრმა.