ავლბარის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გააკეთებს. ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, თუმცა არ არის გამორიცხული ქვეყნის პირველი პირის ბრიფინგი პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს ეხება. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.