საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, უწყებამ, ფრანგი პოლიტიკოსების მარინ ლე პენისა და მამამის ჟან-მარი ლე პენის წინააღმდეგ, წინასწარი გამოძიება დაიწყო.
ფრანგ პოლიტიკოსებს შემოსავლების განზრახ დამალვას ედავებიან.
სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, ფინანსურმა პროკურატურამ, მემარჯვენე-რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერ ლე პენის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი გასული წლის დეკემბერში შეიტანა. პოლიტიკოსმა სააპელაციო სარჩელი შეიტანა სახელმწიფო საბჭოში, მაგრამ მისი პროტესტი უარყოფილი იქნა.
„ფინანსური ანალიზის ჩატარების შემდეგ, ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყოს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება თავდაპირველად ჟან-მარი ლე პენის წინააღმდეგ იყო დაწყებული, თუმცა, მოგვიანებით ის მის შვილზეც გავრცელდა.