მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი 2016 წელს დაიწყება

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი 2016 წელს დაიწყება

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი 2016 წელს დაიწყება და მისი ღირებულება 250 მილიონამდე აშშ დოლარი იქნება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ ვგეგმავთ 2016 წელს დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს კვლევები. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-დან 250 მილიონამდე აშშ დოლარი იქნება. ზოგადად, ყველა ქვეყანა ცდილობს მსგავსი გაზსაცავი ჰქონდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.