ერაყში

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი აბუ მუჰამად ალ-ადნანი დაიჭრა

ერაყში ავიადარტყმების შედეგად დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, დაჯგუფების პრესსპიკერი აბუ მუჰამად ალ-ადნანი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ერაყელი სამხედროებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, ალ-ადნანი პროვინცია ანბარში დაიჭრა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.