ლიბიაში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. როგორც "ბიბისი" წერს, საპორტო ქალაქ რას-ლანუფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ბოლო 2 დღის განმავლობაში ლიბიაში ტერაქტი უკვე მეორედ მოხდა. გუშინ, ქალაქ ზლიტენში პოლიციის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.