სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერებისთვის იბრძოლებენ

სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერებისთვის იბრძოლებენ

სლოვაკეთი იბრძოლებს იმის წინააღმდეგ, რომ ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების ნაკადი შეაჩეროს. ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყანაში განმეორდეს პარიზსა და გერმანიაში განხორციელებული თავდასხმები.
როგორც "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომელმაც ევროპის მულტიკულტურულ პოლიტიკას "ფიქცია" უწოდა. გასული წლის გაზაფხულზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მიგრაცია იყო. ის აცხადებდა, რომ ხელისუფლება გაასაჩივრებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გადაანაწილოს ევროპულ ქვეყნებში 120 000 მიგრანტი კვოტირების სისტემით. "ჩვენ არა მხოლოდ უარს ვაცხადებთ კვოტირების სისტემაზე, არამედ არ დავუშვებთ სლოვაკეთში მუსლიმური თემის შექმნას", - განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. "როიტერი" აღნიშნავს, რომ კათოლიკურ სლოვაკეთში, სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, პრემიერის ანტიმიგრაციულ პოლიტიკას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. გასულ წელს ბრატისლავამ თავშესაფარი მხოლოდ 169 ადამიანს მისცა, მაშინ როცა ევროკავშირის კვოტირების სისტემა ითვალისწინებს, რომ სლოვაკეთი 802 მიგრანტს მიიღებს.