ბილდი: სქესობრივ ძალადობაში ეჭვმიტანილები აცხადებდნენ, რომ ისინი გერმანიაში თავად მერკელმა დაპატიჟა

ბილდი: სქესობრივ ძალადობაში ეჭვმიტანილები აცხადებდნენ, რომ ისინი გერმანიაში თავად მერკელმა დაპატიჟა

პირები, რომლებიც გერმანიაში, ახალი წლის ღამეს მომხდარ მასობრივ სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობდნენ, დემონსტრაციულად ხევდნენ პასპორტებს და ამტკიცებდნენ, რომ პოლიციას მათი დაკავების უფლება არ აქვთ.

გერმანული გამოცემა ბილდის ცნობით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ თავად გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიწვევით იმყოფებიან გერმანიაში. მედიის ცნობით, პოლიციამ ფოტოებისა და ვიდეომასალის დახმარებით ძალადობაში ეჭვმიტანილი 16 პირის აღმოჩენა შეძლო, თუმცა მათი სახელებისა და გვარების დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

გამოცემის ცნობით, ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტი გერმანიის პოლიციის სრული უსუსურობის თვალნათელი მაგალითი იყო.

გერმანული გამოცემის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიგრანტები, რომლებიც საკუთარ დაუსჯელობას კარგად აცნობიერებდნენ, სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ უკიდურეს უპატიბცემულობას ამჟღავნებდნენ, ხევდნენ პასპორტებს და აცხადებდნენ, რომ ახლის აღება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

„მე ვარ სირიიდან, თქვენ მე მეგობრულად უნდა მომექცეთ! მე აქ თავად მერკელმა დამპატიჟა“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ კიოლნის პოლიციის ცნობით, მათთან დაახლოებით ათობით განცხადება შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი წლის ღამეს, არაბული და აფრიკული გარეგნობის მამაკაცების მხრიდან, ქალებზე მასობრივ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.