საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა დასრულდა

საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა დასრულდა

საშობაო მსვლელობა ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. ამ წუთებში მსვლელობაში მონაწილე ადამიანები და მრევლი საზეიმო პარაკლლისის დაწყებას ელოდებიან.

საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო.

მსვლელობაში ბავშვები, მოზარდები, მრევლი და ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მსვლელობის მონაწილეებს სიმბოლურად ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს.

მსვლელობაში მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

აღნიშნული საჩუქრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ადამიანებს და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ალილოს ტრადიცია 2000 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა.