გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხში დაკარგულ 3 მამაკაცს დაღესტნის საზღვართან მიაკვლიეს

გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხში დაკარგულ 3 მამაკაცს დაღესტნის საზღვართან მიაკვლიეს

არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხში დაკარგულ 3 მამაკაცს დაღესტნის საზღვართან მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული ლევან ლალოვის ოჯახიც ფლობს.

როგორც დაკარგულის დედამ „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, ოჯახს ერთი საათის წინ დაუკავშირდნენ და ბიჭების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მისივე განმარტებით, მათი ახლობელი, რომელიც დაღესტნის მხარეს იმყოფება, ადასტურებს, რომ ნაპოვნი ბიჭები, რომლებიც ამ დროისთვის დაკავებულები არიან, 27 დეკემბერს გაუჩინარებული ახალგაზრდები არიან.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების განმარტებით, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და მისი დაზუსტება.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებიდან 3 ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ მსხალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაში სანადიროდ 27 დეკემბერს წავიდა და უკან არ დაბრუნებულან. მონადირეებიდან ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა მოახერხა, რომელმაც დაკარგულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

დაკარგულებს 10 დღის მანძილზე შსს და სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიც იყო ჩართული. მაშველები სამძებრო სამუსაოებს ამ დრომდე ახორციელებენ.

„პირWელი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს და დამატებით ინფორმაციას უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ.