„ეს არის ბედნიერების დღესასწაული“

„ეს არის ბედნიერების დღესასწაული“

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა და სიკეთე უსურვა.

დავით ბაქრაძე ალილოს საზეიმო მსვლელობას შეუერთდა და ალილოს მონაწილეეებს საჩუქრები გადასცა, უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

„შობა არის სიკეთის, სიხარულის, ბედნიერების დღესასწაული, რასაც ძალიან უხდება სიკეთის კეთება და ქველმოქმედება. ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც აღდგა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ვცდილობთ, პატარა სიკეთეების გაკეთებით, ალილოში ჩვენი მონაწილეობით წვლილი შევიტანოთ იმ სიხარულში, რომელიც არის მთელ საქართველოში. ვულოცავ მთელ საქართველოს სიკეთეს, ბედნიერებას და სიხარულს ვუსურვებ“, - განაცხადა ბაქრაძემ.