"ეს დღესასწაული უკავშირდება იმ სიყვარულს, რაც მაცხოვარმა მოიტანა"

საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუღლესთან და ადმინისტრაციის წევრებთან ერთად საშობაო ალილოს მონაწილეებს უმასაპინძლა.

პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს შობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის, იმ სიყვარულის, შენდობის და პოზიტიური ემოციების აღმოჩენის შესაძლებლობა, რომელიც კაცობრიობამ ქრისტესშობის შემდეგ მიივიწყა.

"გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მთელი საქართველო დალოცვილი იყოს და მასთან ერთად მთელი მსოფლიო. მინდა მივულოცო ყველას ეს დღესასწაული, რომელიც უკავშირდება იმ სიყვარულს, რაც  მაცხოვარმა მოიტანა ამ ქვეყანაზე. იმის შემდეგ კაცობრიობა შეიცვალა და ცხოვრობს სიყვარულის, შენდობისა და პოზიტიური ემოციების გარეშე. ყოველ წელს არის იმის შესაძლებლობა, ამ ძალამ კიდევ ერთხელ გაიღვიძოს ჩვენში და გაძლიერდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.