„ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ საარჩევნო წელს თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება პარტიას სათავეში“

„ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ საარჩევნო წელს თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება პარტიას სათავეში“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, მომგებიანი იქნება, თუ საარჩევნო წელს „ქართულ ოცნებას“ ისევ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილს არ სურს აღნიშნული პოსტის კვლავ დაკავება და ირაკლი ღარიბაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღნიშნული თანამდებობის დატოვება, მას სავსებით რეალურად ეჩვენება, პარტიის პოლიტიკური ლიდერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის განხილვა.

„ყველაზე მომგებიანი, მით უმეტეს საარჩევნო წელს, იქნებოდა, თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგებოდა პარტიას სათავეში. ფაქტობრივად, მისი გავლენა, ვინმეს მოსწონს თუ არა, არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, როგორც პარტიის, ასევე სხვა პოლიტიკურ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს პარტია მისი შექმნილია, უკეთესი იქნებოდა, რომ კვლავ ივანიშვილი ჩადგომოდა უკვე ოფიციალურად სათავეში, მაგრამ თუ ეს გამორიცხულია, რასაც ივანიშვილი თვითონაც ადასტურებს, ასევე, თუ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება საბოლოოა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგეს, მაშინ სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია, აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის განხილვა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.