პრეზიდენტმა საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს უმასპინძლა

პრეზიდენტმა საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს უმასპინძლა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საშობაო ალილოს მონაწილეებს პრეზიდენტი მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან და ადმინისტრაციის წევრებთან ერთად შეეგება.

გიორგი მარგველაშვილმა საშობაო ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცა და შობა მიულოცა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქრისტეს დაბადების შემდეგ სამყარო ძალიან შეიცვალა და ეს დღესასწაული არის იმის საშუალება, რომ ყველა მათგანმა საკუთარ თავში სიკეთე აღმოვაჩინოთ და გავაძლიეროთ.

საშობაო ალილოს მონაწილეებს შობა პირველმა ლედიმაც მიულოცა. მონაწილეებმა პრეზიდენტი და მისი ოჯახი დალოცეს და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ალილოს მონაწილეები ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძართან იკრიბებიან, სადაც პარაკლისი აღევლინება.

ალილოს მსვლელობისას შეგროვილი ძღვენი დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.