ოზურგეთში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა

ოზურგეთში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა

საშობაო ალილო ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე მგალობელთა გუნდს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და ალილოს მონაწილეებს საშობაო ძღვენი გადასცეს.

საშობაო ნობათი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს გადაეცემა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო 15 წელია 7 იანვარს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ეწყობა. ოზურგეთში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა საშობაო ალილო ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე მგალობელთა გუნდს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და ალილოს მონაწილეებს საშობაო ძღვენი გადასცეს. საშობაო ნობათი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს გადაეცემა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო 15 წელია 7 იანვარს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ეწყობა