30 დეკემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მათივე ინფორმაციით, გაძლიერდება ქარი. 30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.