პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიზნესს, კერძო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაუიოლდეთ.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ, კვირიკაშვილმა განაცხადა შეიქმნება ერთიანი მომსახურების ფრონტი მთავრობისთვის, რათა ბიზნესმა, კერძო სექტორმა მიიღოს საჯარო სექტორიდან მისაღები მომსახურება ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით.
"ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს, კერძო სექტორს გავუიოლოთ ხელისუფლებასთან, სახელმიწიფო სექტორთან ურთიერთობა, ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ ახალი პროექტის წამოწყებას და ეს იქნება იურიდიული პირებისთვის იმ კონცეფციის განვითარება, რომელიც დღეს ფიზიკური პირებისთვის გვაქვს. ჩვენ შევქმნით, ერთიანი მომსახურების ფრონტს მთავრობისთვის, რათა ბიზნესმა, კერძო სექტორმა მიიღოს საჯარო სექტორიდან მისაღები მომსახურება ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით. ერთი მხრივ ეს კიდევ უფრო გააიოლებს ბიზნესის კეთებას საქართველოში და მოიტანს ისეთ გვარდით ეფექტებს, როგორიც არის თბილისის ცენტრის განტვირთვა, უძრავი ქონების ბაზრის განვითარება და ასე შემდეგ. ჩვენ, როგორც ხალხისგან დაქირავებულმა ხელისუფლებამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუიოლოთ ბიზნესში ჩართვა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.