"მწვანეთა პარტიის" ლიდერის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, აბასთუმანში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როგორც ინფრასტრუქტურის ასევე კანალიზაციისა და წყალმომარაგების თვალისაზირისით.
როგროც გაჩეჩილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, აბასთუმანის განვითარება შიდა ტურუზმის თვალსაზირისით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
„მინდა თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილო, არაერთხელ დამისვია საკითხი კურორტ აბასთუმანთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს არის უნიკალური კურორტი, რომელიც ფილტვის დაავადების, ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანების სამკურანლოდ იყო განსაზღვრული ყოველთვის. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ადგილზე, როგორც ინფრასტრუქტურის ასევე კანალიზაციის, წყალისა და წყალმომარაგების თვალისაზირისითაც, ამიტომ ძალიან დიდი თხოვნაა, რომ მივაქციოთ ამას ყურადღება. შიდა ტურუზმის განვითარების თვალსაზირისით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ იქ არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ეხება ფიჭვის განადგურებას, ამ ფიჭვის რომელიც გამოყოფს ტუბერკულიოზის სამკურნალო მტვერს და სამკურნალო თვისებები აქვს, ნელ-ნელა ხდება მისი ნაძვით ჩანაცვლება. გაჩეხილი იქნა ფიჭვი და ძალიან გთხოვთ, რომ ეს კომპლექსური საკითხი ერთობლივად განიხილოს მთავრობამ და მივხედოთ ამ კურორტს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ტურიზის განვითარებისა და ჩვენი დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძე კვირიკაშვილს ასევე მოწუდეობს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს, რადგან ბავშვები ინტერნეტ-კაზინოებით სარგებლობენ, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალოდ სრულდება.
„გარდა ამისა, თქვენი პოზიცია გვაინტერესებს აზარტული თამაშების საკითხთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ეს დაავადება ძალიან გავრცელდა საქართველოში. მას მედიცინაში ლუდომანია ჰქვია და ეს გამოიხატება ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებებით. განსაკუთრებით ეს პატარა ბავშვებს ეხება, რომლებიც ინტერნეტ-კაზინოებით არიან დაკავებულნი. ჩვენი პარტია ფიქრობს ამ საკითხის წამოწევას და თქვენი პოზიცია გვაინტერესებს აღნიშნულ საკითხზე. ხომ არ არის დროს, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამ საკითხის მოგვარება დავიწყოთ ცივილიზებული ქვეყნების მსგავსად, თორემ თუ ეს ასე გაგრძელდა, უამრავი ოჯახი ინგრევა, თვითმკვლელობები ხდება, დანაშაული იზრდება, ხდება ქურდობა ძარცვა, ბინებს კარგავს ხალხი, ძალიან სერიოზული საკითხია“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.