ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოფიციალურ თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგაა შესაძლებელი
ე.წ. საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალან კოჩიევმა ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებას საქართველოსთან მხოლოდ მას შემდეგ დაამყარებს, რაც თბილისი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ოსი ხალხის გენოციდს აღიარებს“, - განაცხადა ალან კოჩიევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ თბილისი გადადგამს თამამ და მამაცურ ნაბიჯებს, აფხაზ და ოს ხალხთან შესარიგებლად.