,,თავისუფლი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განმარტებით, იუსტიციის საბჭოს წევრები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ამიტომ თანამდებობები უნდა დატოვონ.
"იუსტიციის საბჭოს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლევან მურუსიძის დანიშვნას უკავშირდება, საბჭოს წევრები იმ ფუნქციას ვერ ასრულებენ, რისთვისაც ჩვენ მათ ლეგიტიმაცია მივეცით. მათ მოვუწოდეთ, თავად გადადგნენ, რადგან იმას ვერ აკეთებენ, რაც წესით უნდა აკეთონ. იუსტიციის საბჭოს, სასამართლოს კორპუსის ფორმულირებაში და მის ადმინისტრირებაში განსაკუთრებული როლი აქვს მინიჭეებული. აქედან გამომდინარე, რაღაც კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად შესაცველია", - განაცხადა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას მოითხოვს როგორც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.