ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, 2016 წელს ერაყი "ისლამურ სახელმწიფოს" საბოლოოდ დაამარცხებს. ამის შესახებ პრემიერმა სატელევიზიო მიმართვაში მას შემდეგ განაცხადა, რაც ერაყის არმიამ ისლამისტებისგან ქალაქი რამადი გაათავისუფლა.
"2016 წელს დიდი და საბოლოო გამარჯვების წელი იქნება. ერაყში "ისლამურ სახელმწიფოს" ბოლო მოეღება", - განაცხადა ერაყის პრემიერმა. მისი თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემდეგი მიზანი ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის გათავისუფლებაა. ქალაქს ამჟამად "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.