აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 2015 წლის საგარეო პოლიტიკის საკვანძო მომენტები დაასახელა. პუბლიკაციაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ჯონ კერი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, სირიაში სამშვიდობო პროცესის დაწყებას, ასევე ექსტრემიზმთან ბრძოლას ასახელებს.
ჯონ კერი წერს, რომ აშშ-კუბას შორის ურთიერთობის აღდგენა, ებოლას ვირუსთან ბრძოლა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმების დადება, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხზე საერთაშორისო შეთანხმების გაფორმება ასევე საკვანძო მოვლენები იყო. ჯონ კერის მოსაზრებით, ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისა და კეთლდღეობის უზრუნველსაყოფად.