სამხრეთ ამერიკაში 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

სამხრეთ ამერიკაში 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტიქიური უბედურების გამო, 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც "ბიბისი" წერს, უკვე მესამე დღეა კონტინენტზე უპრეცედენტო მასშტაბის წყალდიდობა გრძელდება.
სტიიქიის შედეგად ყველაზე მეტად პარაგვაი დაზარალდა, სადაც პრეზიდენტის განკარგულებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მდინარის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, სტიქიის გამო შესაძლოა, მთელი დედაქალაქი და მიმდებარე რაიონები დაიტბოროს. პრაგვაის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. ძლიერი ტროპიკული წვიმის გამო წყლის დონე გაიზარდა ურუგვაიში, არგენტინასა და ბრაზილიაში. არგენტინის ჩრდილოეთში 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.