პარლამენტში გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, პლენარულ სესიაზე საარჩევნო კოდექსის განხილვისას დეპუტატები გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სესიაზე კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსი თავისი შინაარსით სისულელეა, რამაც გიგა ბუკიას უკმაყოფილება გამოიწვია.

,,ეს ყველაფერი არჩევნების მოსაგებად კეთდება და შეფუთულია სხვადასხვა გარემოებებით. ამბროლაურის და მესტიის მოსახლეობა როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას საინტერესოა. ზვიად ძიძიგური ოპოზიციაში, რომ ყოფილიყო, ამას მხარს არ დაუჭერდა. ალბათ გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ხალხი ერთმანთს უნდა გადაკიდოთო. ისეთ აპოკალიფსს დახატავდით ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. რა სისულელეა ეს ყველაფერი", - განაცხადა სუბელიანმა სიტყვით გამოსვლისას.

სუბელიანის გამოსვლა გიგა ბუკიამ გააპროტესტა, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.