საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია, რომელიც ევროკომისიის დასკვნის შემდგომ უნდა გამართულიყო კვლავ გადაიდო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"გატყობინებთ, რომ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით 14:30-ზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გაიმართება მოგვიანებით", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკომისიის წარმომადგენლობა ავრცელებს.