ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის დასკვნასთან დაკავშირებით წამზომი ჩართო

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის დასკვნასთან დაკავშირებით წამზომი ჩართო

ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ვიზალიბერალიზაციის დასკვნასთან დაკავშირებით, წამზომი ჩაირთო. დროის მიხედვით 22 წუთში საქართველოს ეცოდინება მიენიჭება თუ არა ვიზალიბერალიზაცია.

ევროკომისიამ დღეს უნდა გამოაქვეყნოს დასკვნა, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო დიალოგი 2012 წელს დაიწყო. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013 წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიშები გამოქვეყნდა 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლის ოქტომბერსა და 2015 წლის მაისში.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.

http://www.timeanddate.com/