პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ქართული მხარე მშვიდად ცდილობს რეალურ შედეგებს მიაღწიოს საგარეო პოლიტიკაში.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნამდვილად მშვიდად, სოლიდურად, გონივრულად ვცდილობთ საგარეო პოლიტიკაში რეალურ შედეგებს მივაღწიოთ და ეს ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი თანამოქალაქეები და დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.