დევნილთა მინისტრის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო, რადგან საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები სააკაშვილის განცხადებებს ეწინააღმდეგება.
სოზარ სუბარის თქმით, რასაც ევროკავშრი ითხოვდა საქართველოსგან და რაც ხელისუფლებამ გააკეთა, აბსულუტურად საწინააღმდეგოა იმის, რის დეკლარირებასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენი მოლოდინი არის აბსოლუტურად დადებითი, ამას დიდი ხანია ვამბობთ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რასაც საშიანო დავალება ერქვა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. მანამდე დაიწყო ეს პროცესი უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ წინა ხელისუფლებას ეს პროცესი საქართველოში არც დაუწყია და ვერც დაიწყებდა ელემენტარულად, დღეს რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ. იმიტომ რომ ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ აიღო და შეასრულა, ძირითადად ისეთი ტიპის სოციალური ვალდებულებებია, რომლებიც აბსულუტურად ეწინააღმდეგება სააკაშვილისა და მისი გუნდის ფსევდო-ლიბერტარიანულ განცხადებებს. რასაც ევროკავშრი ითხოვდა ჩვენგან და რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო აბსულუტურად საწინააღმდეგო იმისა, რის დეკლარირებასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.