ჩუღურეთის რაიონის გამგებლის  2015 წლის ანგარიში

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2015 წლის ანგარიში

ჩუღურეთის  რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ,  დედაქალაქის  მთავრობის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას  საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.  შეხვედრა ელენე ახვლედიანის  ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა.

ერთი წლის მონაცემებით, ჩუღურეთის რაიონში  36 ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა, რაც საერთო ჯამში  46 443მ2 -მდე შეადგენს.

ასევე, ასფალტის საფარი დაიგო, თბილისური ტიპის 62 ეზოში ,რაც  საერთო ჯამში 11 031 მ2 შეადგენს  და  სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზინით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 478 პროექტი 4 249 612 ლარით დაფინანსდა; გარემონტდა დაზიანებული სახლის სახურავები, გამაგრდა საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მოეწყო სპორტული მოედნები, სკვერები, კიბეები  და საერთო სარგებლობის აივნები.

სოციალური დახმარება გაეწია 5 854  მოქალაქეს და ამ დახმარებაზე 856 286 ლარი დაიხარჯა.  კეთილმოეწყო  5 უფასო სასადილო, რომელიც 3400 ბენეფიციარს ემსახურება.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა,  ზურაბ ჩიკვილაძემ, ასევე ისაუბრა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების  განხორციელების შესახებ, რისთვისაც 1 520 000 ლარი გამოიყო - 34 მისამრთზე მოეწყო გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი, კაპიტალურად გამაგრდა  16 საცხოვრებელი სახლის საძირკველი და გადაიხურა 42 საცხოვრებელი სახლის სახურავი.   

ანგარიშის ბოლოს ზურაბ ჩიკვილაძემ სამომავლო პროექტებსა და  გეგმებზეც ისაუბრა