იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს

იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის ზუსტი დრო ჯერჯერობით არ სახელდება.

ევროკომისიას ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე 15 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო.