პროკურატურამ ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაკითხა

პროკურატურამ ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაკითხა

პროკურატურამ ყოფილი მთავარი პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი დაკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა, ბადაშვილი ე.წ. შეწყალების საქმეზე დაიკითხა.

გრძელიშვილის განმარტებით, გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში გუშინ იმყოფებოდა.

მისი თქმით, ბადაშვილმა გამოძიებასთან საქმის შესახებ მისთვის ცნობილი გარემოების თაობაზე ისაუბრა.