ირაკლი კობახიძე :   ბიძინას გადასაწყვეტია, რა სტატუსით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში

ირაკლი კობახიძე : ბიძინას გადასაწყვეტია, რა სტატუსით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, საარჩევნო კოდექსზე იმსჯელეს.

"გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. კოალიციის დამფუძნებელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. მისგან მივიღეთ გარკვეული რჩევები. ეს იყო რჩევები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო კოდექსზე. ყველა ის პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაც იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მსჯელობის საგანი. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაუჭერს მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას". ეს არის მისასალმებელი", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსით ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ პროცესში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია. "ეს არის ბიძინას გადასაწყვეტი, თუ რა სტატუსით ჩაერთვება ის ამ პროცესში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.