ავსტრიაში პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, რეიდი ქალაქ ზალცბურგში გახსნილ ლტოლვილთა ბანაკში ჩატარდა. სამართალდამცველი ორგანობის ცნობით, დაკავებულები ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში საბერძნეთის გავლით, სხვა ლტოლვილებთან ერთად ჩავიდნენ. ორივე მათგანი საფრანგეთის მოქალაქეა. მათ თავი ლტოლვილებად გაასაღეს და ამ მიზნით სირიის ყალბი პასპორტები გამოიყენეს.
"ბი-ბი-სის" ცნობით, ერთი დაკავებული ეთნიკური ალჟირელი, მეორე კი პაკისტანლია.
საფრანგეთში ტერაქტების სერია 13 ნოემბერს განხორციელდა. თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.