"რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტია, ჩვენი ერთადერთი გზა ევროპაა"

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე რუსეთს ოკუპანტს უწოდებს, საქართველოსთვის ერთადერთ ალტერნატივად კი ევროპას ასახელებს.

ამის შესახებ, პაატა ბურჭულაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ევროპა, ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. რუსეთის აგრესიას გამართლება არ აქვს, ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპული გზა. რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია",- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.