ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი მოსამართლე თავს ამაყად გრძნობდეს

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი მოსამართლე თავს ამაყად გრძნობდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლევან მუსურიძის განცხადებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის კომენტარს ოპოზიციისა და ხელისუფლების "საეჭვო გაერთიანების" საკითხზე გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ის ყოველთვის იქნება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთგული და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი მოსამართლე თავს გრძნობდეს ამაყად.

"მე, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები, მიუხედავად ჩემი სტატუსისა და პოზიციისა, მომავალში საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთგული და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი მოსამართლე თავს გრძნობდეს ამაყად იმ საქმიდან გამომდინარე, რასაც ის სუფთა ხელებით, დამოუკიდებლად, კერძო ინტერესის, ბიზნეს ინტერესის, სახელმწიფო ინტერესის სწორად, კანონის დაცვით გააკეთებს და ჩვენ სწორედ ამას ვამტკიცებთ სამი წელია. მოსამართლეებს მივეცით უნიკალური რეფორმები, რომლებიც არის ევროპული სტანდარტის და მთავარი მიზანი ამ რეფორმების არის ქართველი მოსამართლის, ინდივიდუალური მოსამართლის ღირსება და დამოუკიდელობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურისიძემ დღეს განაცხადა, რომ

სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა. მისივე შეფასებით, არსებული ვითარება ხელს არ შეუწყობს იმას, რაც ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაკეთდა.