ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, შესაბამის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც 17-18 დეკემბერს სამიტს უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სანქციების გახანგრძლივების შესახებ წერილი უკვე გაუგზავნა.
თავის მხრივ, სააგენტო "რია ნოვოსტი" ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სანქციების გახანგრძლივებას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს.