საქართველო 2016 წელს "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას, 2017 წელს კი, "მსოფლიო რაგბის 20–წლამდელთა ჩემპიონატს" უმასპინძლებს.
მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიან მორარიუს შეხვედრაზე განიხილეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო მომავალ 4 წლიან ციკლში განსახორციელებელ გეგმებს.
შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დაესწრო.