დეპუტატი ლევნ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ შეწყალების კომისიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუკი პროკურატურა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ მას დაკითხვაზე დაიბარებენ.
,,პრეზიდენტი რიგითი მოქალაქეა და თუ პროკურატურა მიიჩნევს საჭიროდ მაშინ პრეზიდენტს დაკითხვაზე დაიბარებენ. არამგონია, რომ პრეზიდენტმა რაიმე არ დაადასტუროს. რაც შეეხება იმას, რომ მესიჯები გაქრა ტელეფონიდან, თავისთავად საინტერესო განვითარებაა, რადგან ნელ-ნელა ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადავდივართ. როგორც ჩანს, სადღაც რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ბოლომდე გააერკვევა საქმეში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან სულ თანამშრომლობდა და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.