უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორი დაიცვა, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკს დაუპირისპირდა.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ დაუშვებელი უწოდა არსენ ავაკოვის საქციელს.
„როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის გარანტი, ჩუმად ვერ დავრჩები ინციდენტის შემდეგ, რომელიც რეფორმების ნაციონალურ საბჭოში მოხდა. საბჭოში, ისე, როგორც არსად სხვაგან, დაუშვებელია უხეში რიტორიკა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ის, რომელიც ნაცისტურ ქვეტექსტს შეიცავს და რომელიც ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება, ეჭვქვეშ აყენებს მის უკრაინულ პატრიოტიზმს და ვიღაცას სთავაზობენ, რომ გაეთრიონ უკრაინიდან“, - განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს შორის დაპირისპირება მოხდა. ავაკოვის მიერ სააკაშვილისთვის, რუს ოლიგაქრთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას, გუბერნატორის გაღიზიანება მოჰყვა. ავაკოვის ინფორმაციით გუბერნატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც თავი ძლივს შეიკავა სააკაშვილისთვის ხელის დარტყმისგან და სახეში მხოლოდ წყალი შეასხა.