უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებაა, რომლის შესახებ ევროკომისიას ანგარიში გუშინ უნდა გამოექვეყნებინა.
პოროშენკო ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებასა და რეფორმების სფეროში ევროკავშირი-უკრაინის თანამშრომლობაზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროპული კომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს შეხვდება.