რუსეთში საცხოვრებელ სახლს ფრთოსანი რაკეტა დაეცა

რუსეთში საცხოვრებელ სახლს ფრთოსანი რაკეტა დაეცა

რუსეთში საცხოვრებელ სახლს ფრთოსანი რაკეტა დაეცა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ინციდენტი არხანგელსკის ოლქში მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრთოსანი რაკეტა საცდელი გაშვების დროს, "უშტატო სიტუაციის" შედეგად ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საცდელ გაშვებას სამრეწველო კომპანია НПО машиностроения-ს სპეციალისტები ატარებდნენ, რომელიც, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურ სფეროში.