გერმანია სირიაში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციაში ჩაერთო. როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, ბუნდესვერმა სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
გერმანიამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა პარიზის ტერაქტების შემდეგ გადაწყვიტა. 4 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მისიაში 1 200-მდე გერმანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.