თურქეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც აშშ-ს საელჩოს აფეთქებას გეგმავდა

თურქეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც აშშ-ს საელჩოს აფეთქებას გეგმავდა

თურქეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სტამბულში ამერიკის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. დაკავებული მამაკაცი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი - წერს გაზეთი "Hurriyet". გამოცემის ინფორმაციით, ის სირიის მოქალაქე მუჰამედ რაჯილ ალ-ჰარდანია და ტერაქტს "შაჰიდის ქამრით" გეგმავდა. იგი პროვინცია კაჰრამანმარაშში დააკავეს, რომელიც თურქეთის სამხრეთით მდებარეობს.

ცნობილია, რომ 9 დეკემბერს ამერიკის გენერალურმა საკონსულომ სტამბულში მუშაობა შეაჩერა, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდებოდა. ანკარაში აშშ-ს საელჩოც 16 დეკემბრამდე მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზეა გადასული.